ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 24 პირს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
თვენახევრის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ხვალ დილით გახდება ცნობილი მორიგი მიზნობრივი კვლევის შედეგები.
საერთო ჯამში კორონავირუსზე ტესტი აჭარაში 15 600-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.