ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ამასთან, ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევის შედეგები.
„კოვიდ 19“-ზე ტესტი რეგიონში 15 ათასამდე პირს ჩაუტარდა.
აჭარაში კოვიდინფიცირებული პირი არ არის, თუმცა მასობრივი გამოკვლევები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.