ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რესპირატორული სიმპტომებით კლინიკებს 29 პაციენტმა მიმართა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი გამოკვლევების შედეგები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ტესტი 9040 პირს ჩაუტარეს.