ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებულ 14 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებული 14 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ლაბორატორიის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. გასულ დღეებთან შედარებით „ცხელების ცენტრებში“ მიმართვიანობამ მნიშვნელოვნად იკლო.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. სულ დღემდე ტესტი 9400-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.