ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს გამოკვლეულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს მოთავსებულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. 30 აპრილის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, მასობრივად მიმდინარეობს რისკჯგუფებისა და რესპირატორული სიმპტომების მქონე პირების ტესტირება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში ტესტირება უკვე 14 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.