ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 36 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 36 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დილიდან 47 პირია მოთავსებული. მათ კორონავირუსზე გამოიკვლევენ. პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. კლინიკებს პაციენტებმა რესპირატორული ჩივილებით მიმართეს.

ცნობილი გახდა გუშინ კლინიკებში მოთავსებული 36 პირის ანალიზის პასუხები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. თვეზე მეტია აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.