ბათუმის ცხელების ცენტრებში 30 პაციენტი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დილით ჰოსპიტალიზებულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში საეჭვო სიმპტომებით დღეს 30 პაციენტი შევიდა. 30-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები. 30 აპრილის შემდეგ, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარაში კორონავირუსი სულ 71 პირს დაუდასტურდა. მათგან 42 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა ერთი პირი. კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 15 პაციენტი.