ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს მოთავსებულ 21 პაციენტს, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ლაბორატორიაში გამოკვლეული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი გამოკვლევების შედეგები. რეგიონში კორონავირუსზე პისიარტესტი 15 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება, რისკჯგუფებისა და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოქალაქეთა კორონავირუსზე გამოკვლევა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.