ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შესული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16-ივე ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აღსანიშნავია, რომ „ცხელების ცენტრებში“ მიმართვიანობამ დღეს მნიშვნელოვნად იკლო. ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ, ერთდროულად კლინიკებს ყოველდღიურად 100-მდე პაციენტი აკითხავდა.