ბათუმის ცხელების ცენტრებს დღეს 14-მა პირმა მიმართა, რაც წინა დღეებთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია
ბათუმის ცხელების ცენტრებს რესპირატორული სიმპტომებით დღეს 14-მა პირმა მიაკითხა. კლინიკებში მიმართვიანობა, წინა დღეებთან შედარებით, სამჯერ შემცირდა.
14-ვე პაციენტს კორონავირუსზე იკვლევენ. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რეგიონში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა 9384 პირს.
პარალელურად ისევ გრძელდება რისკჯგუფში შემავალი პროფესიების მქონე მოქალაქეების ტესტირებაც.