ბათუმის ცხელების ცენტრებიდან ლაბორატორიაში 29 პაციენტის ანალიზები გაიგზავნა
ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს უკვე 29 პაციენტი მიიღეს. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. ყველა მათგანს უკვე აუღეს ანალიზები, რომლებიც გადაგზავნილია ლაბორატორიაში. პასუხები დღესვე გახდება ცნობილი.
პაციენტები ცენტრებში როგორც თვითდინებით, ასევე 112-ზე განხორციელებული ონლაინ შეტყობინებისა და ოჯახის ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე შევიდნენ.
ბათუმში ცხელების სამი ცენტრი და ორი ლაბორატორია მუშაობს.