ბათუმის ბულვარში სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას აპროტესტებენ
ბათუმის ბულვარში სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას აპროტესტებენ. „ბათომი“, „დაიცავი ძველი ბათუმი“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე, მრავალსართულაინი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები დადგეს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
„ხელისუფლებას არ ესმის, რომ არ დავთმობთ ბულვარს, ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა. მისი ხელყოფა არის ბოროტმოქმედება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს პროექტი“, – განაცხადა „დაიცავი ძველი ბათუმის“ აქტივისტმა ზეინაბ დიასამიძემ.
მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც ორგანიზაცია „ბათომმა“ „იემსისთან“ ერთად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს, თუმცა მინისტრმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციები მშენებლობის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებენ.