ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩიდან ავტობაზრობა ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა. ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მის აღსრულებას მალე გეგმავს.
“გადაწყვეტილება მიღებულია. მეპატრონეები უკვე გავაფრთხილეთ და მანქანების გადაყვანა დღეიდან დაიწყება. წლებია ეს პრობლემა აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ, მანქანებით ჩახერგილია ქუჩა, არის ხმაური”, – განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეკლა ჩიჩუამ.
ჯერჯერობით უცნობია მანქანებით მოვაჭრეთა პოზიცია. მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ავტობაზრობის შემდეგ კი ახალ ავტოსადგურთან გარემოვაჭრეების გადაყვანაც იგეგმება.