ბათუმის ახალ ბულვარში სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა და თანამშრომლებმა აქცია გამართეს
სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა და თანამშრომლებმა ბათუმის ახალ ბულვარში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მუშაობის განახლებისთვის რეგულაციების შემუშავების დაჩქარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ბიზნესის ეს მიმართულება დააზარალა, რადგან ხუთი თვეა, საერთოდ გაჩერებული არიან.
„აქ არიან დიზაინერები, მუსიკოსები, ტანსაცმლით მოვაჭრეები, სილამაზის სალონების თანამშრომლები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არის მიბმული სარიტუალო დარბაზების მოქმედებასთან. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ათასობით ადამიანი უმუშევარია და ასიათასობით თანხაა შესატანი ბანკებში, თუ რესტორანში 60 და 100 კაცი ზის, რატომ არ შეიძლება რეგულაცია დროულად დაუწესდეს ამ ხალხს“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პირველ აგვისტომდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.