ბათუმში, 26-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთი დამკვირვებლის, ლამარა დუმბაძის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დამკვირვებელმა უბნის დატოვებაზე უარი განაცხადა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.
„რამდენიმე ადამიანი მოვიდა მარკირებით, ამბობენ, რომ მანდარინი აქვს ნაჭამი, მაინც მიაცემინა ხმა ყველას, რომ შევეწინააღმდეგე, უბანს მატოვებინებს“, – განაცხადა ლამარა დუმბაძემ.
დამკვირვებელს პოლიციამ საარჩევნო უბანი უკვე დაატოვებინა.