ბათუმი-სარფის მაგისტრალი კლდიდან ჩამოშლილი ლოდების გამო გადაკეტილი იყო
ბათუმი-სარფის მაგისტრალი კლდიდან ჩამოშლილი ლოდების გამო გადაკეტილი იყო

ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. როგორც ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ამის მიზეზი სარფის გზატკეცილზე ლოდების ჩამოშლა გახდა. კლდის ნაშალმა გზა ორმხრივად ჩახერგა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ადგილზე სპეცტექნიკა ისევ მუშაობს.