ბათუმი-სარფის გზაზე ქვის ლოდების ჩამოცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე კლდიდან დიდი ქვის ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა დაზიანდა.
მომხდარის გამო გზაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ სარფის გზაზე ქვათა ცვენა არაერთხელ დაფიქსირდა.