ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 108 მილიონი ევროდან თანხის ნაწილის, 5 მილიონ დოლარამდე ეკონომია მოხდა. სწორედ ეს თანხა მოხმარდება უკვე ახალი მონაკვეთისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და დეტალური პროექტის შედგენას.

აგვისტოში გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე სავარაუდოდ 8-კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. გზის მშენებლობის დაწყება 2021 წელს იგეგმება.