ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დაშვებულია, თუმცა ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.
პრობლემა მახინჯაურის მონაკვეთზე შეიქმნა. დატბორვის მიზეზი გახდა სანიაღვრე არხი, რომელიც ამოივსო და ზღვისკენ წყალი აღარ გაატარა. ამ დროისთვის, ადგილზე არხის გასახსნელად მერიის სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.