ბათუმში საოცრებათა მოედანი დღეს „ევროპის დღის“ მთავარი მასპინძელია.
ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარედ შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. მოეწყო „ევროსოფელი“, რომლის ფარგლებშიც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობა იმართება.
„ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროსოფელში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური საზღვრის კვეთის პროცესი მოეწყო. ევროპის დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
„ეს პირველი რეგიონია, სადაც ჩავედი, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ჩვენთვის ევროპელებისთვის საზეიმოა ეს დღე, რადგან ჩვენ შევქმენით ევროკავშირი. მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნა. როგორც თქვენ ფრანკფურტში საქართველოს ნაწილი, ასევე ჩვენ ევროპის ნაწილი ჩამოვიტანეთ დღეს ბათუმში”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
ევროპის დღე ბათუმში გალა-კონცერტით დასრულდება.