ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ქალბატონი მძიმედ დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.