ბათუმი-ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო დროებით აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უამინდობის გამო დროებით აკრძალულია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, დილიდან განახლდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.