ბათუმი-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა
ბათუმი-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.