ბათუმი-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის საშიშროების გამო, ბათუმი-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.