ბათუმი-ახალციხის გზაზე, მდინარე საფრისწყალზე არსებულ ხიდზე მოძრაობა აიკრძალა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ. მონაკვეთზე, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კორტოხზე და სოფელ ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.