ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი გახსნილია. ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.
გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის, კერძოდ, სოფელ დოლოგნის მონაკვეთზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად, მოძრაობა სრულად შეწყდა მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით. გზაზე იმდენად დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა, რომ გზის გასაწმენდად აფეთქებითი სამუშაოები გახდა აუცილებელი.
დილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფები მუშაობენ.