“დიდი 10”-ის პლეიოფის მეორე მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ვიცე-ჩემპიონმა “ლელო სარასენსს” უმასპინძლა და უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
მატჩის პირველი ქულები მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით მოიპოვეს (ბახვა კობახიძე 5′), თუმცა მალევე ლელო გაუშვეს (ხეცოიძე 15′) და წინ “ლელო სარასენსი” გავიდა. სტუმრებმა ორ ქულიანი უპირატესობა ტაიმის ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს, თუმცა მე-40 წუთზე ლელო გიორგი გოგიტიძემ დადო და მასპინძლები დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი “ბათუმი” 13:8 “ლელო სარასენსი”.
შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლების დიდი უპირატესობით წარიმართა. ბათუმელებმა მეტოქეს ორი უპასუხო ლელო დაუდეს (ერისთავი 55′, თედორაძე 80′) და საბოლოო ჯამში 30:8 იმარჯვეს.
“დიდი 10”-ის შესარჩევი და გასავარდნი ფინალები 28-29 აპრილს გაიმართება. შესარჩევ ფინალში ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დაუპირისპირდებიან (“ლოკომოტივი” – “აია”), ხოლო გასავარდნ ფინალში კი პლეიოფის პირველი ორი მატჩის გამარჯვებული – გორის “ჯიქი” და “ბათუმი” გაარკვევენ წინასწარ ფინალში გამსვლელის ვინაობას.