ბათუმი​ Airbnb-ს მიერ 2019 წლის რეკომენდებულ ქალაქებს შორის მოხვდა
ბათუმი​ Airbnb-ს მიერ 2019 წლის რეკომენდებულ ქალაქებს შორის მოხვდა

Airbnb-ი მოგზაურებს 2019 წლის საუკეთესო მარშრუტებს სთავაზობს. შერჩეულ 19 ქალაქს შორის მოხვდა ბათუმიც.

ონლაინპლატფორმა, რომელიც მოგზაურებს საცხოვრებელი ფართის ქირაობის სერვისს სთავაზობს, წერს, რომ წინა წელთან შედარებით, ზღვისპირა ქალაქის პოპულარობა 200 პროცენტით გაიზარდა.

„ეს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია, რომლის პოპულარობაც ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო მოგზაურებს შორის მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია ზღვის სანაპიროთი და მთელი წლის განმავლობაში არსებული ზომიერი კლიმატით. ბათუმი, სადაც 160 000 ადამიანი ცხოვრობს, არის საპორტო და საკურორტო ქალაქი. ძველ ქალაქში ღამით სეირნობა დროში მოგზაურობას ჰგავს. დედაქალაქიდან ანუ თბილისიდან ბათუმამდე სარკინიგზო გზით ჩასვლა დაახლოებით ოთხ საათში მხოლოდ 10 დოლარადაა შესაძლებელი“, – აღნიშნულია Airbnb-ს სტატიაში.

სიაში მოხვდა ისეთი ადგილები, როგორებიცაა კაიკურა (ახალი ზელანდია), ქსიამენი (ჩინეთი), პუებლა (მექსიკა), ნორმანდია (საფრანგეთი), ბუენოს აირესი (არგენტინა), მოზამბიკი, ვაკაიამას პრეფექტურა (იაპონია) და ა.შ.