ბასილაშვილმა ახალი სეზონი მოგებით დაიწყო
ბასილაშვილმა ახალი სეზონი მოგებით დაიწყო

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სტარტი ATP-ის ტურნირმა აიღო. პირველივე სათამაშო დღეს, ახალი სეზონი მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გახსნა. ის რეიტინგის 65-ე ნომერს, ესპანელ ალბერტ რამოსს ხვდებოდა.

პირველ სეტში რამოსმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბასილაშვილს ესპანელის ყველა გეიმშიბეიკ-პოინტები ჰქონდა, ჯამში ხუთი ასეთი შანსი მიიღო და ორი გამოიყენა – 6:1.
მეორე პარტიაში რამოსმა ჯერ გაათანაბრა თამაში, მეოთხე გეიმში კი თავისი პირველი ბრეიკი შეასრულა, ბასილაშვილს იქვე შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და მალე საკუთარი მოწოდება მეორედ წააგო. ესპანელმა სრულფასოვანი რევანში აიღო – 6:1,
გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილის ინიციატივით დაიწყო, მაგრამ ქართველმა 18-გათამაშებიან გეიმში, სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო. მომდევნო გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება, უკვე თავად მოუწია. ამის შემდეგ, ბასილაშვილი ისევ სრულ უპირატესობას დაეუფლა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეზონში პირველი მატჩი საათსა და 40 წუთში მოიგო – 6:1, 1:6, 6:1.

ბასილაშვილის მეორე ამ წუთებში, რუსი ანდრეი რუბლიოვისა და იტალიელი ანდრეას სეპის მატჩში ირკვევა.