ბასილაშვილი-ალბოტის წყვილი „​დელრეი ბიჩის“ ტურნირის მეოთხედფინალშია
ბასილაშვილი-ალბოტის წყვილი „​დელრეი ბიჩის“ ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლზ ბასილაშვილისა და რადუ ალბოტის დუეტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “დელრეი ბიჩის” ტურნირზე პირველი წრე გაიარა. ქართულ-მოლდოვურმა წყვილმა, მასპინძელ – ანდერსონ რიდსა და ბარბადოსელ – დარიან კინგს, ორ სეტში – 6:2 / 6/2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

შეხვედრაში, რომელიც სულ რაღაც 51 წუთი გაგრძელდა, ბასილაშვილისა და ალბოტის უპირატესობა აშკარა იყო. მათ მეტოქის მოწოდება ხუთჯერ მოიგეს, თავიანთი კი მხოლოდ ერთხელ დათმეს. პირველი სეტის საწყის ოთხ გეიმში, მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს რის შემდეგაც ნიკამ და მისმა მეწყვილემ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგეს და სეტი 25 წუთში დაამთავრეს. ერთი წუთით მეტი დრო გახდა საჭირო მეორე სეტის მოსაგებად, სადაც ბრეიკები მეორე და ბოლო – მერვე გეიმში შესრულდა.

ბასილაშვილი და ალბოტი მეოთხედფინალში, ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილ, ამერიკელი – ნიკოლას მონროსა და ავსტრალიელი – ჯონ პატრიკ სმიტის დუეტს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსნებთ, რომ ამავე ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ერთეულთა შორის გათამაშებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, სადაც რეიტინგის 51 ნომერ მასპინძელთან – სტივ ჯონსონთან, ორ სეტში – 3:6 / 4:6 დამარცხდა.