ბარსელონაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ბარსელონაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ინციდენტი ეროვნული პოლიციის წარმომადგენლობის შენობასთან მოხდა. მომიტინგეთა ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები ესროლა.

ბარსელონაში საპროტესტო აქციებს ესპანეთის ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეები მართავდნენ. არეულობა ბარსელონაში გასულ კვირასაც იყო. ამის მიზეზი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს 9-13 წლამდე პატიმრობა მიუსჯა.

ესპანეთის მთავრობა მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ დემონსტრაციების დროს ძალადობა უმკაცრესაც დაისჯება.