ბარსელონაში საპროტესტო აქცია მეორე დღეა, არ წყდება. ათასობით ადამიანი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
ბარსელონაში აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა ესპანეთის მთვარობის ოფისთან პოლიციის მიერ მოწყობილი კორდონის გარღვევა სცადეს.
პოლიცია იძულებული გახდა, ძალა გამოეყენებინა, რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, არიან დაკავებულებიც.
მანამდე პოლიციამ ასევე ძალის გამოყენებით გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ ბლოკირებული გზა და სარკინიგზო სადგური.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების 12 ლიდერი დამოუკიდებლობის საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში, ასევე ამბოხის წაქეზებასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში სცნო დამნაშავედ.