ბარსელონაში, სან სებასტიას სანაპიროდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა
ბარსელონაში, სან სებასტიას სანაპიროდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ზღვაში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა.
როგორც ესპანური მედია იუწყება, სავარაუდოდ ის სანაპირო დაცვის სამსახურმა აღმოაჩინა და ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს.
მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდისაა.
აფეთქების რისკის გამო, ბარსელონას სან სებასტიას სანაპიროდან დამსვენებლები გაიყვანეს. ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.