ბარსელონაში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ
ბარსელონაში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები და ქვები ესროლეს. რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა.
დაკავებულ პაბლო ჰასელს ესპანეთის ხელისუფლება ტერორიზმის განდიდებას და სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფას ედავება. ბარსელონაში საპროტესტო აქციები უკვე მე-18 დღეა იმართება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციები ასევე გაიმართა კატალონიის ყველა დიდ ქალაქში.
აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის შეტაკება არ მომხდარა.
აქციის მონაწილეები რეპერის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაბლო ჰასელი 16 თებერვალს დააკავეს.