ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქციაზე ადგილობრივებმა ქუჩებსა და კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს [ვიდეო]
ბარსელონაში ადგილობრივებმა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გამართეს და ქუჩებსა და კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს.
ესპანელები სკანდირებდნენ: „ტურისტებო, წადით სახლში!“
ბარსელონის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Airbnb-ი და Homeaway ტურისტებისთვის ბინების მიქირავების ლიცენზიას აღარ გაუხანგრძლივებს 10 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს. ისინი ტურისტული მიზნით ბინების მიქირავებას მხოლოდ ესპანელებისთვის შეძლებენ.