ბარსელონაში გაძარცვის მცდელობისას ახალგაზრდა ქალი მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი ბარსელონას ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბთან მოხდა.
26 წლის ქალს მობილური ტელეფონი მოპარეს, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და დაცვას შეატყობინა. დაცვამ ახალგაზრდა ქალს მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა კლუბის გასასვლელთან მათ ორი პირი დაესხა თავს. შედეგად, დაცვის თანამშრომელი და ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. მოგვიანებით, ქალი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ბარსელონაში ძარცვისა და ქურდობის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო, ბარსელონას მერი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მომხდარის გამო ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ მსხვერპლის ოჯახს მიუსამძიმრა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.