ბარსელონაში დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლება მოითხოვეს
ბარსელონაში დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლება მოითხოვეს

ბარსელონაში, ციხეში მყოფი კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სხვადასხვა ცნობით, დემონსტრაციაზე 300 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მიტინგზე მივიდნენ კატალონიის რეგიონული პარლამენტის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც კატალონიის ესპანეთის სამეფოდან გასვლას უჭერენ მხარს.

მომიტინგეთა ნაწილს ხელში კატალონიის არაოფიციალური დროშები ეჭირათ. ისინი დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხსა და ესპანეთის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ციხეში კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ნაწილი მოხვდა. ავტონომიური რეგიონის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი კი გერმანიაში იმყოფება.