ბარსელონაში არეულობა გრძელდება. კატალონიის დაკავებული ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე აქცია გასულ ღამეს შეტაკებაში გადაიზარდა.
ერთმანეთს დამოუკიდებლობის მომხრე, მათ შორის ანტიფაშისტებისა და ულტრამემარჯვენე რადიკალური ძალების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც გასამართლებული ლიდერების დასჯას ემხრობიან.
აქციის მონაწილეებმა ღია კაფეების მაგიდებსა და სკამებს, ასევე სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ბარსელონას ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებისთვის 13 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა.