„ბარსელონას“ ვუნდერკინდის ფანების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა 
„ბარსელონას“ ვუნდერკინდის ფანების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა 

„ბარსელონას” იუნიორთა გუნდის ნახევარმცველის ხავი სიმონსის „ინსტაგრამზე” ხელმომწერთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. შედარებისთვის, მის თანამემამულესა და ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდას რუუდ გულიტს 19-ჯერ ნაკლები ხელმომწერი ჰყავს.

„მილიონი ხელმომწერი! დაუჯერებელია, ის აღმაფრენას აძლევს მთელი მსოფლიოს ბავშვებს, რომ მისდიონ საკუთარ ოცნებებს“, – წერია სიმონსის „ინსტაგრამზე”.

სიმონსის გვერდი სოციალურ ქსელში 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. გარკვეული დროის შემდეგ, იუნიორის პიარზე ზრუნვა დაიწყეს შესაბამისმა ექსპერტებმა. 2017 წლის სექტემბერში სიმონსის ხელმომწერთა რიცხვმა 500 ათასი ადამიანი შეადგინა.

სიმონსის გამოსვლას ყურადღებით აკვირდება ცნობილი აგენტი მინო რაიოლა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის, პოლ პოგბა, მარიო ბალოტელის, ჰენრიხ მხითარიანის, რომელუ ლუკაკუს, მარკო ვერატისა და ჯანლუიჯი დონარუმას ინტერესებს იცავს.