„ბარსელონამ“ ზედიზედ მერვედ მოიგო - ლეო მესიმ ბოლო შვიდ მატჩში მეცხრედ გაიტანა
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლიდერმა „ბარსელონამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. მან „ჟირონა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა. „ბარსელონა“ პრიმერაში ნოემბრის შემდეგ არ აგებს.
„ჟირონას“ კარში ნელსონ სემედუმ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. არგენტინელი ბოლო შვიდი ოფიციალური მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ამ სერიისას მის ანგარიშზე ცხრა გოლი მოდის. ლა ლიგაში მესის 19 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიას ლიდერობს. 19 გოლი გასატანად ლეოს 18 მატჩი დასჭირდა.
„ბარსელონა“ გათამაშების ცხრილში ისევ ხუთი ქულით უსწრებს „ატლეტიკოს“