ესპანეთის ჩემპიონატში 33-ე ტური დაიწყო. სამშაბათს ლიდერმა “ბარსელონამ” ითამაშა და ისევ დაუმარცხებელია ლა ლიგაში, თუმცა კატალონელებმა ვერც მოგება შეძლეს – ფრე ითამაშეს ვიგოში “სელტასთან” – 2:2.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი ორჯერ იგებდა – უსმან დემბელემ 36-ე წუთზე თავისი პირველი გოლი გაიტანა პრიმერა დივიზიონში. ჯონი კასტრომ 45-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ პაკო ალკასერმა მეორედ გაიყვანა წინ კატალონური გუნდი.
“სელტა” წაგებას იაგო ასპასმა გადაარჩინა, რომელმაც “ბარსას” მეკარის შეცდომის ხარჯზე შეძლო გატანა.
სტუმრები 71-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ – უხეშობისთვის სერხი რობერტო გააძევეს.
“ბარსელონას” ძირითადი არ იყო ლიონელ მესი – ის მე-60 წუთზე შევიდა მოედანზე. საერთოდ არ მდგარა სათადარიგოთა სკამთან ლუის სუარესი.
“ბარსელონას” 83 ქულა აქვს და 12 ქულით უსწრებს მადრიდის “ატლეტიკოს”.