„ბარსელონამ“ „სევილიას“ ალკასერის დუბლით მოუგო, მესიმ მე-600 მატჩი ჩაატარა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ბარსელონამ” მეათე გამარჯვება მოიპოვა. კატალონელებმა საკუთარ მოედანზე “სევილია”ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი პაკო ალკასერმა შეასრულა, ხოლო სტუმართა შორის გვიდო პისარომ გამოიჩინა თავი.
“ბარსელონას” შემადგენლობაში მე-600 მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ. არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში 392 მატჩი დაუგროვდა, 119 – ჩემპიონთა ლიგაზე, 62 – ესპანეთის თასზე, 17 – ესპანეთის სუპერთასზე, 5 – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 4 – უეფას სუპერთასზე. ამ დროის განმავლობაში, მესიმ 523 გოლი გაიტანა.
„ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს. მას ოთხი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი “ვალენსია”, რომელმაც მე-11 ტურში პარეხოს, როდრიგოსა და მინას გოლებით გაანადგურა “ლეგანსესი”.
“ვალენსიასთვის” ეს იყო ზედიზედ მეშვიდე მოგება, რითაც 1947 წლის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.