„ბარსელონამ“ პრიმერას პირველ ტურში 3:0 მოიგო, მესიმ დუბლი შეასრულა [ვიდეო]
„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი შინ „ალავესის“ განადგურებით დაიწყო – 3:0.
ბასკური კლუბი ტაიმ-ნახევარი კარგად იცავდა თავს, მაგრამ 64-ე წუთზე მაინც გაუშვა გოლი ლიონელ მესის ზუსტი საჯარიმოს შემდეგ. ამ გოლით სტუმრების თამაში საბოლოოდ მოიშალა და ფილიპე კოუტინიომ და მესიმ კიდევ ორჯერ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მესის პირველი გოლი რიგით მე-6000 იყო „ბარსელონასთვის“ ესპანეთის ჩემპიონატში. სხვათა შორის, მე-5000 გოლი ცხრა წლის წინ, ასევე მესიმ გაიტანა. „ბარსაზე“ მეტი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ „რეალს“” აქვს – 39-ით მეტი.
„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ტერ შტეგენი, სემედუ (ფილიპე კოუტინიო, 46), პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი (ვიდალი, 85), რაკიტიჩი, მესი, სუარესი, დემბელე (არტური, 77).