“ბარსელონას” მცველმა ხავიერ მასკერანომ ტრავმა მიიღო არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში, რომელიც რუსეთის ქალაქ კრასნოდარში გაიმართა, – წერს კატალონური კლუბის ოფიციალური გვერდი.
ფეხბურთელი “ბარსელონაში” დაზიანებით დაბრუნდა – ექიმებმა მას მარჯვენა ფეხის დაზიანება დაუდგინეს. სავარაუდოდ, მცველს ერთი თვე გაუცდება.
მასკერანო ნამდვილად გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს “ლეგანესის” (18 ნოემბერი), “ვალენსიას” (26 ნოემბერი), “სელტასა” (3 დეკემბერი) და “ვილიარეალის” (10 დეკემბერი) წინააღმდეგ. ასევე, არგენტინელი არ იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე “იუვენტუსთან” და “სპორტინგთან”.