მადრიდში ესპანეთის თასის მფლობელი გამოვლინდა. ფინალში ჩემპიონატის ლიდერმა “ბარსელონამ” 5:0 გაანადგურა “სევილია” და არსებობის ისტორიაში 30-ედ დაეუფლა ქვეყნის თასს.
მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში იყო გადაწყვეტილი – ლუის სუარესის დუბლითა და ლიონელ მესის გოლით, “ბარსელონა” 3:0-ს იგებდა.
აღსანიშნავია, რომ მესი გახდა მეორე მოთამაშე ისტორიაში, ვისაც ესპანეთის თასის ხუთ ფინალში აქვს გატანილი.
პირველმა ეს 1942-50 წლების პერიოდში ტელმო სარამ შეძლო “ბილბაოში”.
მეორე ტაიმში “ბარსელონამ” კიდევ ორი გოლი გაიტანა – თავი გამოიჩინეს ანდრეს ინიესტამ და ფილიპე კოუტინიომ (პენალტით) და მატჩი 5:0 დასრულდა.
“ბარსელონამ” ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
სილესენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა, ფილიპე კოუტინიო (დემბელე, 82), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (პაულინიო, 76), ინიესტა (დ. სუარესი, 88), ლ. სუარესი, მესი.
“ბარსელონა” ძალიან ახლოს არის დუბლთან – ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, ის 12 ქულით უსწრებს “ატლეტიკოს”.