„ბარსელონას“ ფორვარდი სერხიო აგუერო, რომელიც „ალავესთან“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს, მინიმუმ სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს. – იტყობინება კატალონური გუნდის პრესსამსახური.
არგენტინელი გაივლის დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურებს კარდიოლოგ ხოსეპ ბრუგადას მეთვალყურეობით და ამ დროის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებას მომავალი აღდგენითი პროცესის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის აგუერო მოედნიდან მცირე ტაქიკარდიისა და გულის არეში დისკომფორტის გამო გაიყვანეს.