„ბარსელონაში“ უსარგებლო მოთამაშეებისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს. ორი მთავარი კატალონური გაზეთი – El Mundo Deportivo და Diario Sport გამოვიდა პუბლიკაციით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის სატრანსფერო გეგმების შესახებ. ორივე გამოცემა ირწმუნება, რომ ამ ზამთარს „ბარსელონას“ ხუთი ფეხბურთელი დატოვებს.
ცნობილი ხდება, რომ რაფინია იჯარით „სელტაში“ წავა, დეულოფეუ „ინტერში“ გადაბარგდება, ალეიშ ვიდალი კი არჩევანს გააკეთებს „სევილიას“, „ვალენსიას“, „ატლეტიკოსა“ და იმავე „ინტერს“ შორის.
არდა, თურანს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი – რომელი იქნება მისი მომდევნო კლუბი, თუმცა, ის ნამდვილად წავა „ბარსადან“. დაბოლოს, ხავიერ მასკერანოს სურს კატალონური გრანდი ჩინურ „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“ გაცვალოს.