„გლადბახის“ მცველმა მატიას გინტერმა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს კარიერა.
28 წლის ფეხბურთელი კატალონური კლუბის სატრანსფერო სიაში მოხვდა: „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აპირებს გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულში გადაიბიროს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი არ აპირებს „გლადბახთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და ამ სეზონის შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.