მაქს ბილეფელდი - „გლადბახი“ კვარაცხელიაში 20 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
მაქს ბილეფელდი - „გლადბახი“ კვარაცხელიაში 20 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა მიონხენგლადბახისბორუსიაში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ჟურნალისტმა მაქს ბილეფელდმა Twitter-ის გვერდზე გამოაცხადა.

მაქს ბილეფელდის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა გარიგების სავარაუდო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

20 წლის ქართველ თავდამსხმელს „რუბინთან“ კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შეფასება 15 მილიონ ევროა.

გასულ სეზონში კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 6-ჯერ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ოთხი გოლი გაიტანა, რვა პასი გააკეთა და ზედიზედ მეორედ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია ახალი სეზონისთვის საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა.