„ინტერი“ თავისუფალი აგენტებით ინტერესდება #1TVSPORT
„ინტერი“ თავისუფალი აგენტებით ინტერესდება #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონი „ინტერი“ დაინტერესებულია შემადგენლობის გაძლიერებით, ოღონდ ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯებით აპირებს.

როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, მილანური კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო და გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა აკვირდებიან ფეხბურთელებს, რომლებსაც მომავალი წლის ზაფხულში კონტრაქტები ეწურებათ. მათ შორის არიან: მცველი მატიას გინტერი („გლადბახი“), ნახევარმცველები ხესუს კორონა („პორტუ“) და ლორენცო ინსინიე („ნაპოლი“).

ასევე „ინტერი“ დაინტერესებულია „არსენალის“ ფორვარდით ალექსანდრ ლაკაზეტით.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მილანელები ახლოს არიან „აიაქსის“ მეკარის ანდრე ონანას შეძენასთან.